თამარ ბერუჩაშვილი არგენტინაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი არგენტინაში შეხვედრებს მართავს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი არგენტინის ვიცე–პრეზიდენტს და სენატის თავმჯდომარეს ამადო ბუდუს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში განიხილეს.
განსაკუთრებით გაესვა ხაზი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. 22 ივნისს მინისტრი ასევე სიტყვით გამოვიდა არგენტინის საგარეო ურთიერთობათა ეროვნულ ინსტიტუტში, სადაც თამარ ბერუჩაშვილმა მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ასევე ისაუბრა ლათინური ამერიკის რეგიონთან საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებზე. მინისტრმა შეხვედრა გამართა ასევე ბუენოს-აირესში აკრედიტებული ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩებთან, რომელსაც ესწრებოდნენ არგენტინაში ბრაზილიის, ურუგვაის, პერუს, კოლუმბიის, ბოლივიის, მექსიკის, გვატემალის, ელ სალვადორის, პანამის, კოსტა-რიკის ელჩები. ბუენოს-აირესში ვიზიტით დაიწყო საგარეო საქმეთა მინისტრის რეგიონული ტურნე სამხრეთ კონუსის ქვეყნებში. მინისტრი ბერუჩაშვილი 24 ივნისს ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას, ხოლო 25-26 ივნისს ჩილეს რესპუბლიკას ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები