თბილისის ბიუჯეტი იზრდება
დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდება. თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, მასში ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი 10 მილიონი ლარი, ასევე ხაზინის ანგარიშზე ფიზიკური და იურდიული პირებისგან ჩარიცხული თანხები, რომლებმაც აღნიშნული რესურსი კონკრეტულად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად გაიღეს. მისი თქმით, ბიუჯეტში ცვლილებების დროს, ასევე, აისახება 18 მილიონი ლარი, რომელიც დედაქალაქის მთავრობას მინიციპალური განვითარების ფონდიდან გადაეცა და ეს 18 მილიონი ლარი დედაქალაქში 40-მდე ქუჩის კაპიტალურად შეკეთებას მოხმარდება.
“გარდა ამისა, ბიუჯეტში აისახება 18 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. ამ თანხით ასფალტის შეკეთება დედაქალაქის 40-მდე ქუჩაზე მოხდება, ასე რომ ივლისი-აგვისტოს თვეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით ძალიან ინტენსიური სამუშაოები გვექნება”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.