შსს-ს მაშველებმა ომალოში მამაკაცი გადაარჩინეს (ფოტო, ვიდეო)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. ოფიციალური ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინციდენტებზე რეაგირების განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება ახმეტაში, გომეწრის ხეობაში გადავარდნილი ტრაქტორის შესახებ. ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა ერთი პიროვნება, მეორეს – 47 წლის მამაკაცს კი სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროებოდა. განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით შემთხვევის ადგილზე გადაფრინდნენ. სამაშველო ღონისძიების შედეგად, მაშველებმა დაზარალებული მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით თბილისში ჩამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

11402696_670859879682681_3468178342057822597_n

10153929_670859849682684_6122408248445075543_n

10422044_670859853016017_8605756528438397823_n

11215841_670859889682680_183706236433119677_n

11329761_670859856349350_2166660742113777385_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები