ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ლარით შემცირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას უჭირს დაკონკრეტება, თუ რამდენი ლარით შემცირდება მისი უწყების ბიუჯეტი. როგორც დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტის კორექტირება, ძირითადად, ახალ პროექტებსა და სამეცნიერო მიმართულებებს შეეხება. მან ასევე განმარტა, რომ ბიუჯეტის შემცირება არ ეხება სოციალურ პროექტებს. „მინიმალურად შეიძლება ეხებოდეს იმ მიმართულებებს, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. ეს შეიძლება იყოს ახალი პროექტები, ზოგადად, სამეცნიერო მიმართულებები. ასევე, არ ეხება თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ინიცირებულ პროექტებს. კორექტირება შეეხება წარმომადგენლობის ხარჯებს, საკომუნიკაციო, საწვავს და სამეცნიერო პროექტებს“, – განაცხადა დანელიამ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერი ბიუჯეტის კორექტირების ინიციატივით გამოვიდა. ბიუჯეტი მიმდინარე ხარჯების მიმართულებით, დაახლოებით, 140 მილიონი ლარით მცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები