შსს-ს ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით შემცირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით მცირდება, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა და დასძინა, რომ თავდაპირველად საუბარი იყო უფრო მეტი რაოდენობის თანხით ბიუჯეტის შემცირებაზე, თუმცა, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოფა და შესაქმნელია უსაფრთხოების სამსახური, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
“ბიუჯეტის შემცირება შეეხება საწვავს, წარმომადგენლობით ხარჯებს, ასევე მივლინებებს. არის სხვადასხვა მიმართულება, სადაც, შეძლებისდაგვარად, შევამცირებთ თანხებს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე თავდაცვის სამინისტროში ბევრი რაღაც არის საჭირო და ამის შემცირების შემთხვევაში, უწყების წარმომადგენლები, უბრალოდ ვერ იმუშავებენ. გომელაურის თქმითვე, ძალიან დიდ თანხებს საჭიროებს ავიაცია,რომელიც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები