ვახტანგ გომელაური: სვანიძის ქუჩაზე პირველი პატრული მივიდა, გული მწყდება, რომ ჩვენს მაშველებზე ასეთი საუბარია

გული მწყდება, რომ ჩვენს მაშველებზე ასეთი საუბარია. მით უმეტეს, ერთი მაშველი დაიღუპა, რომელიც მისული იყო იქ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას, გამოეხმაურა, რომ თითქოს სტიქიის დროს სამაშველო სამსახურმა დაიგვიანა.
შს მინისტრის თქმით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22:00 საათზე შევიდა განგაშის ზარი და მაშველები 23:00 საათის შემდეგ მივიდნენ ადგილზე. მისი თქმით, ეს ტყუილია.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სტიქიამდე ძალიან ბევრი გამოძახება იყო ყველა მიმართულებით და სამაშველო სამსახური ყველგან გასული იყო.
“ღვარცოფის მოვარდნა 00:00 საათის შემდეგ დაიწყო. არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. ჩვეულებრივი წვიმა იყო. ყოველთვის ხდება თბილისში, როცა წვიმა მოდის – სამწუხაროდ, ყოველთვის ხდება გზების დატბორვა და ძალიან ბევრი ზარი შემოდის. რა თქმა უნდა, შეფერხებები იყო. არ ვამბობ, რომ როგორც კი გამოიძახეს, ორ წუთში მივიდა სამაშველო და მაშინვე დაიწყო სამუშაოები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამასთან, მისივე თქმით, სვანიძის ქუჩაზე პირველი სწორედ პატრული მივიდა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, კადრებშიც ჩანს დატბორვამდე ცოტა ხნით ადრე როგორ გამოჰყავთ მათ ბავშვები. „სვანიძის ქუჩაზე პირველი პატრული მივიდა. კადრებშიც ჩანს, ბავშვები რომ გამოიყვანეს. წამებში დაიტბორა ყველაფერი. გამოძახებიდან 10-15 წუთი სჭირდება სამაშველოს, მაგრამ მაშველები იქვე იყვნენ წყნეთი-ბეთანიის მიმართულებით გამოსულები, შესაბამისად, დროულად მივიდნენ სტიქიის ზონაში“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები