სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე 100 მილიონ ლარზე მეტია

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე 100 მილიონ ლარზე მეტია. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე სერგეენკომ განუცხადა, ზარალის დათვლის პროცესი გრძელდება.
“დათვლის პროცესი პირველივე დღიდან დაიწყო, ის ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არ დასრულებულა. ამ ეტაპზე უკვე 100 მილიონ ლარზე მეტს ითვლის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე განცხადებით, მთავრობამ სტიქიის მეორე დღესვე გამოყო 10 მილიონი ლარი, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს სჭირდებოდა. უახლოეს დღეებში – ხვალ, ზეგ, უკვე მერია წარმოადგენს განსახლების გეგმას, რომელშიც კატეგორიების მიხედვით იქნება გაწერილი, სტიქიის შედეგად რომელ დაზარალებულს რა დახმარება გაეწევა, ასევე მობილიზებულია დონორების ფინანსური დახმარება, რომელიც სარეაბილტაციო სამუშაოებს მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები