“ლაგუნა ვერესთან” აღმოჩენილი თხევადი ქლორის 2 კონტეინერის ტრანსპორტირება განხორციელდა
გამთენიისას “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი თხევადი ქლორის 2 კონტეინერის ტრანსპორტირება განხორციელდა -ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კონტეინერები ქალაქგარეთ, შპს „Novoretec Georgia”-ს ტერიტორიაზე განლაგდა, სადაც მათი შემდგომი გაუვნებელყოფა მოხდება.
„ტრანსპორტირება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, უსაფრთხოების საერთაშორისო წესების სრული დაცვით განხორციელდა“,- აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში მომხდარი სტიქიის შემდეგ “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე თხევადი ქლორის 2 კონტეინერი აღმოაჩინეს, რომელიც წლების წინ აუზის დეზინფექციისთვის გამოიყენებოდა. კონტეინერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქლორის კონტეინერები დაზიანებული არ ყოფილა და მათგან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობობდა. მიუხედავ ამისა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხრიდან გატარდა ყველა აუცილებელი ღონისძიებება, დღის საათებში, მზიან ამინდში, უსაფრთხოების მიზნით ხორციელდებოდა კონტეინერების წყლით გაგრილება.