“სუპერ პუმას” ტიპის ფრანგული ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა

“სუპერ პუმას” ტიპის ფრანგული ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს განუცხადა, „სუპერ პუმას“ ტიპის ვერტმფრენები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ჯერჯერობით უწყებისთვის გადაცემული არ არის, თუმცა გადასაცემად სამუშაოები მიმდინარეობს.

შს მინისტრმა განმარტა, რომ ეს ვერტმფრენები გამოიყენება სამაშველო სამსახურისთვის, ასევე სასაზღვრო მონიტორინგის მიზნით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იყო გამოყენებული აღნიშნული ვერტმფრენები სტიქიის დროს, შს მინისტრი აცხადებს, რომ გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგან დაახლოებით ორ წელიწადზე მეტია, ეს ვერტმფრენები უძრავად დგას და შემოწმება სჭირდება. ამასთან, ვახტანგ გომელაური აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს ისედაც ჰყავს ვერტმფრენი, თუმცა, ამინდიდან გამომდინარე, ისიც ვერ იქნებოდა გამოყენებული სტიქიის ღამეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გვყავს ვერტმფრენი, მაგრამ იმ ღამეს წვიმდა, მოღრუბლული იყო და ქალაქის პირობებში ვერ იფრენდა, მისი ჩამოვარდნის საფრთხე იყო. ვერანაირად ვერ გამოვიყენებდით და ვერ გავრისკავდით ბიჭების სიცოცხლეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები