“სტიქიის დროს, ყველა სახელმწიფო უწყებამ, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლის დაცვა ევალებოდათ, სამსახური შესაბამისი ხარისხით შეასრულეს!”
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე მიიჩნევს, რომ სტიქიის დროს, ყველა სახელმწიფო უწყებამ, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლის დაცვა ევალებოდათ, სამსახური შესაბამისი ხარისხით შეასრულეს. ხოლო, მსხვერპლი სტიქიის უპრეცედენტოდ დიდმა მასშტაბმა გამოიწვია.
,,კრიზისების საბჭო ერთვება, როცა უკვე კრიზისი სახეზეა და ამ კრიზისის დასაძლევად აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ამ კრიზისის დაძლევაში მონაწილეობს ორი, სამი ან რამდენიმე უწყება. კრიზისების მართვის საბჭო არ არის პირველადი რეაგირების ორგანო, თუმცა პირველად რეაგირებაში ჩართულმა უწყებებმა გააკეთეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე. სამწუხაროდ, იყო მსხვერპლი და მსხვერპლი გამოწვეული იყო სტიქიის უპრეცედენტო მაშტაბით და არა რეაგირების ხარვეზით“,- განაცხადა ჯანელიძემ.