ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ბალტიის ქვეყნებისა და ნატოს ყოველწლიურ საერთაშორისო საზღვაო წვრთნებს დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, აშშ-ს მე-6 ფლოტის მეთაურის, ნატოს შემტევი და მხარდამჭერი ძალების ვიცე – ადმირალის, ჯეიმს ფოგოს (Vice Adm. James Foggo III) მიწვევით, პოლონეთის ქალაქ უსტკაში გამართულ ბალტიის ქვეყნებისა და ნატოს ყოველწლიურ საერთაშორისო საზღვაო წვრთნებს – BALTOPS 2015 დაესწრო.
პოლონეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, წვრთნების ფარგლებში, საქართველოს ელჩი ასევე დაესწრო აშშ-ს სამხედრო ამფიბიური ხომალდის – USS SAN ANTONIO გაცნობით ტურს.
ღონისძიებების მიმდინარეობისას, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს შესაძლებლობა მიეცა, გასაუბრებოდა ვიცე -ადმირალს, ჯეიმს ფოგოს, ასევე, ნატოს ძალების ევროპის უმაღლეს მთავარსარდალს, გენერალ ფილიპ ბრიდლოვს (General Philip M. Breedlove) და ევროპის MARFOR-ის მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალს ქულის, რომელთაც მადლიერება გამოთქვეს ღონისძიებაში საქართველოს ელჩის მონაწილეობის გამო. “საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-ს, ნატოსა და საქართველოს შორის ბრწყინვალე თანამშრომლობის მნიშვნელობას“,-აღნიშნავნ საელჩოში.

11117658_381834388689417_819907255_n

11350228_381834378689418_930328009_n

11350287_381834382022751_1925711670_n

11358797_381834385356084_1269902066_n

11421538_381834375356085_1084100943_n

11642097_381834395356083_114370536_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები