ბიძინა ივანიშვილი: მე მგონია, რომ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების სიტუაცია არ არის

მე მგონია, რომ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების სიტუაცია არ არის,- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ის პოლიტიკაში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მთავრობამ საზოგადოების მოსმენა შეწყვიტა და არსებული ბალანსი დაირღვა.
“მე მგონია, რომ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების სიტუაცია არ არის, ხშირად განმიცხადებია და გავიმეორებ დღესაც, უნდა მოხდეს რაღაც ცუდი პოლიტიკური სიტუაცია, უნდა დავინახოთ, რომ საზოგადოება ვერ ახერხებს კონტროლს და ხელისუფლება გავიდა თამაშიდან, როგორც ეს მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში.
თუ მსგავსი უბედურება მოხდა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება. საბედნიეროდ, ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ, საზოგადოებამ კარგად აკრიფა, თქვენც – ჟურნალისტებმა და მთავრობა თვითონაც ცდილობს, რადგანაც იციან, თამასა ძალიან მაღლაა აწეული. ვინც ვერ შეინარჩუნებს ჩემი პრემიერობის დროს დატოვებულ თამასას, მე რა თქმა უნდა, არ გავჩერდები და თამასის დაბლა დაწევას არავის ვაპატიებ. ეს აშფოთებთ, ამ ჩრდილს ხედავენ, რომ მე ხმას ამოვიღებ მათ დარღვევებზე, ეს აქვთ მხედველობაში და ეძახიან მართვას, მაგრამ ეს არ არის მართვა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, თვეში ერთხელ რჩევის მიცემა მთელს ევროპასა და მსოფლიოში მიღებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები