როსენ პლევნელიევი: ბულგარეთი ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენეტიტის მომხრე

ჩვენ არ გვიღიარებია და არც არასდროს ვაღიარებთ იმ უცნაურ ხელშეკრულებებს, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და საქართველოსგან გამოყოფილ რეგიონებთან გაფორმდა, – ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა საპატრიარქოში განაცხადა.
ბულგარეთის პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა და ბულგარელი და ქართველი ხალხის ერთმორწმუნეობაზე ისაუბრა.
მან ასევე 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
“შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ ორი ძველი მართლმადიდებელი ერი მსოფლიოში. ბოჩკოვოს მონასტერი არის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი იმ დიდი ერთობლივი ძალისხმევისა, რომელსაც ჩვენ ერთად ვიჩენდით საუკუნეების მანძილზე. ბოჩკოვოს მონასტერი, რომელიც ქართველების მიერ დაარსდა, საუკუნეების განმავლობაში ბულგარელთა სულიერების ცენტრს წარმოადგენდა. ჩვენი მეგობრობა, რომელსაც ასეთი მყარი საფუძველი აქვს, მწამს რომ იგი შემდგომში გაგრძელდება”, – აღნიშნა ბულგარეთის პრეზიდენტმა.
ამავე შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენეტიტის მომხრე ყოველთვის იქნება.
“ბულგარეთი ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენეტიტის მომხრე. ჩვენ არ გვიღიარებია და არც არასდროს ვაღიარებთ იმ უცნაურ ხელშეკრულებებს, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და საქართველოსგან გამოყოფილ რეგიონებთან გაფორმდა. ვამაყობთ, რომ ბულგარეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს გახლავთ უნიკალური პროექტი, რომლის ყველა წევრ ქვეყანას თანაბარი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები