პარლამენტი სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად დაახლოებით ერთ მილიონ ლარს გამოყოფს
საქართველოს პარლამენტი სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი ბიუჯეტიდან დაახლოებით ერთ მილიონ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„პარლამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტს უნდა გადავხედოთ და შევეცადოთ, სახსრები გამოვძებნოთ, რომელიც გათვალისწინებული იყო გარკვეული სამუშაოების დასაფინანსებლად, მაგრამ პრიორიტეტები უნდა განვსაზღვროთ. წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 1 მილიონი ლარის მობილიზებას შევძლებთ და მთავრობას ვთხოვთ, ეს თანხები პრიორიტეტებისთვის გამოიყენოს“, – დასძინა უსუფაშვილმა.