რუსეთმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა. როგორც ქალაქის მერი ანდრეი სადოვი აცხადებს, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
„ხმაურიანი ღამე ლვოვში. მტერმა განახორციელა კომბინირებული შეტევა შაჰედებითა და რაკეტებით“, – განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სადოვის ინფორმაციით, თავდასხმამ ინფრასტრუქტურასაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.