კახა კალაძე: მამუკა ჩარკვიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს – მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში
თბილისის მერი კახა კალაძე, მუსიკოს მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
,,მუსიკოსი, მომღერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე მამუკა ჩარკვიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.
მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, ლირიზმით, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში.
ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ახლობლების, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს!”,- წერს კალაძე.