მაია ფანჯიკიძე: საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ინტენსიურ ფაზაში გადავიდა

    საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერისადმი მიწერილ წერილზე კომენტარი გააკეთა. ფანჯიკიძის თქმით, ჰააგაში დაგეგმილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტი სწორედ ბარაკ ობამას ინიციატივით ტარდება და მასში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. „აშშ დიდ დახმარებას უწევს საქართველოს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში და ამ მიმართულებით არაერთი პროგრამა განხორციელდა. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ საქართველო ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანად ითვლება“,- აცხადებს მაია ფანჯიკიძე. მინისტრის შეფასებით, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით ინტენსიურ ფაზაში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები