ესტონეთში საქართველოს ელჩად თეა ახვლედიანი ინიშნება
ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეა ახვლედიანი ინიშნება. პრემიერ-მინისტრმა ახვლედიანის კანდიდატურა დასამტკიცებლად პრეზიდენტს უკვე წარუდგინა. თეა ახვლედიანი წლებია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და ევროინტეგრაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.