გიორგი ალიბეგაშვილი სასტუმრო Iveria Inn -ის გახსნას დაესწრო
დღეიდან თბილისში კიდევ ერთი სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას. თბილისში წულუკიძის ქუჩა N9 -ში სასტუმროს Iveria Inn-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულო თავმჯდომარის მოადგილეები: გიორგი ტყემალაძე და გიორგი ახვლედიანი, ასევე სხვა ოფიციალური პირები დასწრნენ. გიორგი ალიბეგაშვილმა კომერციული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროებზე, განსაკუთრებით სასტუმროების მშენებლობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი მშენებლობა და განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ვფიქრობ, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში კიდევ უფრო მეტი სასტუმრო უნდა გაიხსნას, რაც ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და, შესაბამისად, მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს”,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ალიბეგაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსა და მის ფარგლებში ვიზიტორების მოსალოდნელ ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასტუმროების მშენებლობა ტურისტული აქტივობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 71-ნომრიანი სასტუმრო Iveria Inn-ი ტურისტული და ბიზნესკლასისთვის არის განკუთვნილი. ამჟამად სასტუმროში 42 ადამიანია დასაქმებული და მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მთლიანად ქართული ინვესტიციებით აშენდა, რომლის ოდენობა 5 000 000 ლარამდეა.