ჯავახეთის ეროვნული პარკის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გაიმართა
სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ჯავახეთის ეროვნული პარკის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გაიმართა (ჯავახეთის ეროვნული პარკი მიმდინარე წელს ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება). მოწვეულ სტუმრებს სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ოფისის დირექტორმა ლარს ოერმანმა მიმართეს.
ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა ( KfW) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) გერმანიის ფილიალის ზედამხედველობით განხორციელდა. პრეზენტაციებთან ერთად ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფოტოგამოფენა გაიმართა. შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდენენ.