ლევან იზორია: შსს-ში არსებობდა დეპარტამენტები, რომელთაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ

“შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობდა დეპარტამენტები, რომელთაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ”,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა და მაგალითად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი მოიყვანა.

“რა პრეტენზია უნდა გვქონოდა სამართლებრივ სახელმწიფოზე, როდესაც “კუდის” დებულება მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვიძიე, ანუ აღმოჩნდა, რომ ვიღაცის კონკრეტულ თვითნებობაზე იყო დამოკიდებული ის, რომ დღეს განვახორციელებ პოლიციურ ფუნქციას, ხვალ სხვა ფუნქციას, რაღაცა მოპრიანებისა და სურვილების განხორციელების დონეზე იყო გაგებული”, – განაცხადა იზორიამ.

ცნობისთვის: პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პირველი მოსმენით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის ინიციატივას იხილავს, რომელიც საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები