მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში წელს ეკონომიკური ზრდა 2 პროცენტიდან 3 პროცენტამდე იქნება
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ჰენრი კერალი საქართველოს მაკროეკონომიკურ პოზიციასა და უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მართვის პოლიტიკას რეგიონში საუკეთესოდ აფასებს და აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში წელს ეკონომიკური ზრდა 2 პროცენტიდან 3 პროცენტამდე იქნება.
“ველოდებით, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა პოზიტიური იქნება იმ პირობებში, როდესაც მეზობელი ქვეყნების ნაწილში ნეგატიური მაჩვენებლებია მოსალოდნელი. ჩვენ იგივე შეხედულებაზე ვრჩებით, რომ ეროვნული ბანკი, მთავრობასთან ერთად, სწორ გაცვლით პოლიტიკას ახორციელებს. ხელისუფლებასთან და სხვადასხვა პარტიასთან ერთად განვიხილეთ მოსაზრებები შემოთავაზებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ამ დისკუსიის შედეგები გავამჟღავნოთ, მაგრამ დიახ, ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავდით სხვადასხვა მოსაზრებას“, – აღნიშნა კერალმა.