უზენაეს სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე ჰყავს
უზენაეს სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე ჰყავს. სასამართლოს ახალი წევრები მზია თოდუა და ეკა გასიტაშვილი გახდნენ.
უზენაესი სასმართლოს ახალ წევრებს კენჭი დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე უყარეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ახალი მოსამართლეები პლენარულ სხდომაზე დღეს ფიცსაც დადებენ.