ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გამოითქვა სურვილი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა.