დემურ გიორხელიძე: უწყებებში მანქანების, ტელეფონების და სხვა ხარჯები ზედმეტად გაწელილია

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საჯარო უწყებების გაბერილ ხარჯებზე და ბიუჯეტის კორექტირებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ბიუჯეტის კორექტირება ეკონომიკური ზრდის პროცენტის შემცირებამ გამოიწვია, თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ თანხების კორექტირება სოციალურ ვალდებულებებს არ უნდა შეეხოს.

„ბიუჯეტის კორექტირებისას სოციალურ ვალდებულებებს ხელი არ უნდა მოეკიდოს. მაგრამ არის უამრავი ხარჯი, რომლებიც უწყებების მომსახურებასთან არის დაკავშირებული. უწყებების ხარჯები ზედმეტად გაწელილია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მივლინებებთან დაკავშირებით არ არის რაციონალური ხარჯები, მომსახურების ხარჯები – იქნება ეს ავტომობილი, ტელეფონი, საკანცელარიო ნივთები და ასე შემდეგ, არ არის რაციონალური. ჩვენ ვხედავთ დანამატებსა და პრემიებს, რომლებიც ჯერაც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხარჯების უფრო ოპტიმალური დაგეგმვაა საჭირო.

დანამატებსა და პრემიებზე უარის თქმა პოლიტიკური კულტურის საკითხია. ეს უზარმაზარი ხელფასი, დანამატი, პრემია, მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს. ეს დანამატები და ხელფასები რეაქციას არ გამოწვევდა, რომ იყოს ხელშესახები შედეგი დასაქმების კუთხით. ადამიანებს არაფერი ჰქონდეთ და მაღალჩინოსნებს ამ დროს მაღალი შემოსავლები, პოლიტიკურად გამართლებული არ არის“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები