უნგრული წყალმომარაგების კომპანია ქართული ბაზრით დაინტერესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები უნგრული წყალმომარაგების კომპანია “BUDAPEST WATERWORKS”-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სტუმრებმა მინისტრის მოადგილეს თავიანთი კომპანიის საქმიანობის მიმართულებები გააცნეს.

უნგრული კომპანიის წარმომადგენლებმა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ თანამშრომლობისა და კომპანიის მიერ დაგეგმილ სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

აღნიშნულ კომპანიას წყალმომარაგების სისტემების მიმართულებით მუშაობის 145 წლიანი ისტორია აქვს. ის ბუდაპეშტის 2 მილიონიან მოსახლეობას სუფთა სასმელი წყლით ამარაგებს. გარდა ამისა, კომპანია წყალმომარაგების სისტემების განვითარების სამუშაოებს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის: რუსეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, შრილანკასა და სხვა ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები