ენერგეტიკის სამინიტრო ბიუჯეტის 5 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ენერგეტიკის სამინიტრო ბიუჯეტის 5 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება მან დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.
ვიცე-პრემიერი დღეს მთის კანონსაც შეეხო, რომელსაც უმნიშვნელოვანესი უწოდა. მთის მინისტრის თემაზე კალაძე აცხადებს, რომ ეს მსჯელობის საკითხია და უნდა განისაზღვროს დადებითი თუ უარყოფით საკითხები.
მინისტრი ენერგეტიკის სფეროში პირველ კვარტალში ინვესტიციების შემცირებას ადასტურებს და მიზეზად ლარის გაუფასურებას ასახელებს.
კალაძემ დღესვე განმარტა, რომ ჰუდონჰესის მშენებლობის დასრულების ზუსტი თარიღი ერთ თვეში გაირკვევა.