პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა შესაძლოა, გადაიდოს

საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა შესაძლოა, გადაიდოს.

დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძისათვის ხვალინდელ სესიაზე უნდა მოესმინათ, თუმცა, დატვირთული დღის წესრიგიდან გამომდინარე, საკითხის განხილვამ, სავარაუდოდ, მომავალი სასესიო კვირისათვის გადაიწია.

როგორც დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ განაცხადა, ანგარიშის მოსმენის გადადება თავად ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა.

ებანოიძის განმარტებით, საკითხის განხილვის შესაძლო გადადების მიუხედავად, ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა ხვალინდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები