ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და საუდის არაბეთს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ურთიერთობები განვავითაროთ

გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები განვავითაროთ , – ამის შესახებ საუდის არაბეთის პრინცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საუბარი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ინვესტიციებს, ტურიზმს და საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პოტენციალს შეეხო.
“მინდა მივესალმო საუდის არაბეთის პრინცს, რომელიც ჩემი მოწვევით იმყოფება თბილისში. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, განვავითაროთ ქვეყნებს შორის ურთიერთობა. დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი. ვიმსჯელეთ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე, ინვესტიციებზე, ტურიზმზე და იმ პოტენციალზე, რომელიც საქართველოს, ზოგადად, გააჩნია. მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ და განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ არაბეთის პრინცს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა პრეზიდენტმა მისი თხოვნით მიანიჭა. “გაცნობებთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, და მე ოფიციალური თხოვნით მივმართე ბატონ პრეზიდენტს, საუდის არაბეთის პრინცს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები