პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრების პროტესტის გამო ჩაიშალა. “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები პარლამენტში იმყოფებოდნენ, თუმცა, მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.
ამ ფორმით “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით გამოხატა, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კი, საარჩევნო საკითხებთან ერთად, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული პროცესი გააპროტესტეს.
პარლამენტში კვორუმის უზრუნველყოფას მმართველი უმრავლესობა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. რეგისტრაცია რამდენჯერმე ჩატარდა, თუმცა ეს პროცედურა 75-ზე მეტ დეპუტატს არ გაუვლია. სხდომის გახსნისთვის საჭირო კვორუმი 76 კაცია. პარლამენტის სხდომა 12 ივნისისთვის ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები