თბილისს საუდის არაბეთის პრინცი ეწვია (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით, თბილისს საუდის არაბეთის პრინცი, მისი აღმატებულება ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში საუდის პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია, რომ საპატიო სტუმარი საინვესტიციო ობიექტებს დაათვალიერებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუდის პრინცი ალ-ვალიდი, რომელიც არის საუდის არაბეთის Kingdom Holding-ის მფლობელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და არაბეთის სამყაროს ყველაზე შეძლებული ბიზნესმენია. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მისი მსვლელობის დროს, ქართული მხარე გეგმავს საპატიო სტუმარს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნოს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პრინც ალ-ვალიდის ჰოლდინგი რამდენიმე სფეროს მოიცავს, მათ შორისაა: სასტუმროების ბიზნესი, კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, გართობის ინდუსტრია და ა.შ.

ვიზიტის დასასრულს, მაღალი რანგის სტუმარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

1422616_862961740460153_3097770742815534118_n

11401555_862961857126808_6956378999817356357_n

11403352_862961853793475_8165331304046756985_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები