დღეს თბილისს საუდის არაბეთის პრინცი ეწვევა
თბილისს დღეს საუდის არაბეთის პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდი ეწვევა. პრინცი საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ჩამოდის.
როგორც პრემიერის პრესცენტრი იტყობინება, პრინც აბდულაზ ალ საუდს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდება.
ოფიციალური ინფორმაციით, დღეს 16:00 საათზე, დაგეგმილია პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რის შემდეგაც, 16:45 საათზე, მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება და ამას გარდა საინვესტიციო ობიექტებს დაათვალიერებს. ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალი, საუდის არაბეთის სამეფოს დამფუძნებლის და პირველი მმართველის, მეფე აბდულაზიზ ალ საუდის შთამომავალია.