იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაში შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს. სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც ესწრება.