თედო ჯაფარიძე: მიხეილ სააკაშვილმა კარიერა პოლიტიკურ შოუებზე ააწყო

მიხეილ სააკაშვილი მთელი თავისი ცხოვრება სტანისლავსკის სისტემას იყენებდა. ის კარიერის ასაწყობად სწორ დროს სწორ ადგილას ხვდებოდა და პოლიტიკურ შოუებს მართავდა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The National Interest-ის ვებგვერდზე განთავსებულ სტატიაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ დაწერა.

„როდესაც ხელისუფლებაში მოხვედრა სჭირდებოდა, სააკაშვილმა რუსული ისწავლა, როდესაც დრო შეიცვალა, ინგლისურად დაიწყო საუბარი. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, პოლიტიკოსი არაერთხელ ისინჯებოდა როლზე, შემდეგ იღებდა ამ როლს, ასრულებდა მას და რეჟისორთან რამდენიმე სიტყვით დიალოგშიც შედიოდა“, – წერს ჯაფარიძე.

ახლა კი, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, სააკაშვილი კიდევ ერთხელ აჩვენებს ადაპტაციის უნარს. სააკაშვილის წარმატების საწინდარი – კარგი პოლიტიკური შოუების მოწყობაა. ახლა ეს მორიგი შოუ უკრაინაში უნდა გათამაშდეს“, -წერს თედო ჯაფარიძე.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველო სიურეალისტურ სცენას გვაგონებდა, რომელზეც ჯონათან სვიფტისა და ჯორჯ ორუელის ფანტაზიებია გადაჯაჭვული. სააკაშვილი ხან დესპოტი საბჭოთა ლიდერის, ხანაც პროდასავლელი პოლიტიკოსის რანგში გამოდიოდა და კანონის უზენაესობაზე საუბრობდა. სააკაშვილი ატერორებდა ოპოზიციურ მედიას, მდიდრებს ფულს სძალავდა, აწამებდა მათ, ვინც მის პოლიტიკას არ ეთანხმებოდა და თავისი მტრების მკვლელობაზეც კი მიდიოდა.

„ცენტრალურ სცენაზე კი ის გმირულად ებრძოდა კორუფციას და რუსეთთან ბრძოლის დემონსტრირებას აწყობდა, ოღონდ არა გამარჯვებისთვის, არამედ მაყურებლისთვის საკუთარი თავის მოსაწონებლად“, – წერს ჯაფარიძე.

ქართველი პარალმენტარის აზრით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი – სწორედ სააკაშვილის „შოუების“ მოწყობის ადგილია. ის აპირებს აქ მორიგი როლის შესრულებას, თუმცა მისი სპექტაკლი იმით დასრულდება, რომ რეგიონის მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობა კიევს საბოლოოდ ზურგს შეაქცევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები