“ქვეყენაში რომ ეფექტურად მიმდინარეობს ნარკოპოლიტიკა, ამაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც განაცხადა”

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მარიხუანის დეკრიმინალიზაცის მოთხოვნის საკითხს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.

ხუნდაძემ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით საკანონმდებლო კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდება, რომ არ მოიხმარონ თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკი, ხელისუფლებას შეეძლება დეპენალიზაციაზე ისაუბროს და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოეხსნათ.

„მარიხუანის დეკრიმინილაზია ბოლო დროს ძალიან აქტუალურია, ბევრი პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებს ამ პრობლემურ საკითხს. აქ მეტი ყურადღებაა გასამახვილებელი, განსაკუთრებით მმართველ გუნდს, მთავრობას, პირებს, ვისაც ნარკოპოლიტიკის განხორციელება ხელეწიფება, ამ საკითხე ფრთხილი დამოკიდებულება სჭირდებათ. ის, რომ ქვეყენაში ეფექტურად მიმდინარეობს ნარკოპოლიტიკა, ამაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც განაცხადა. ქვეყანაში ყვაოდა სააფთიაქო ნარკომანია, რომელიც დღეს პრაქტიკულად დამარცხებულია, ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ახალი კანონის მიღებამ მნიშვნელოვნად შეამცირა მსგავსი ნივთიერებების მოხმარება, მაგრამ ნარკოპოლიტიკა არ უნდა ავაგოთ მხოლოდ გამკაცრებაზე და გარკვეული ლიბერალური დამოკიდებულებაც უნდა გავატაროთ.

ჩვენ სასწრაფო – სამედიცინო დამხრების ბრიგადას მოვუხსენით ვალდებულება, თუკი პაციენტის გამოძახება ხდება ნარკოტიკების ზედოზირებულად მოხმარების გამო, სასწრაფო აღარ არის ვალდებული, გამოიძახოს პოლიცია. სისხლის სამართლის 260-ე მუხლში შეგვაქვს ცვლილება, რომელიც ამჟამად პარლამენტში იხილება, რომლის თანახმადაც გადაზიდვა, წარმოება, გაყიდვა, შეძენა – შენახვა ერთმანეთს გაემიჯნება. როდესაც საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდება, რომ არ მოიხმარონ თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკი, შეგვეძლება დეპენალიზაციაზე ვისაუბროთ და მოეხსნას მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და დარჩეს მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი. მარიხუანის ცალკე თემატიკად გამოყოფა შეცდომაა. ზოგადად კი მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებლები დიდწილად მძიმე ნარკოტიკის მოხმარებაზე გადადიან“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები