უსუფაშვილი: როცა კანონებს აიღებ, ნახავ, რომ ერთი ქიზიყურად არის დაწერილი, მეორე – მეგრულად, მესამე – მთიულურად

როცა სხვადასხვა კანონს აიღებ, ზოგი ქიზიყურად არის დაწერილი, ზოგი – მეგრულად, ზოგი კი, მთიულურად – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში საკანონდებლო პროცესების შეფასებისას განაცხადა.

„ტერმინები სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება. პარლამენტის მიერ კანონის მიღებისა და გამოქვეყნების შემდეგ, თითქოს საკანონმდებლო პროცესი დასრულდა. აი, აქ არის დიდი პრობლემა. სინამდვილეში, კანონი ის არის, რომელიც ამის შემდეგ იწყება, ანუ მიღებული კანონი მერე იწყებს სიცოცხლეს, მანამდე ფორმირების პროცესია. ძალიან ხშირად გვემართება ის, რომ პროცესს იქ ვამთავრებთ, რომელიც სინამდვილეში იწყება, ანუ მიღებული კანონი სად როგორ მუშაობს, როგორ არ სრულდება და ა.შ. თუ მკითხავთ, აქ უფრო დიდია პრობლემა, ვიდრე მის მიღებამდე და გამოქვეყნებამდე, რადგან ამ მომენტისათვის გაზრდილია ინტერესი, მონაწილეობა, ჩართულობა, რაღაცას ველით, როცა ბავშვი უნდა იშვას და იშვება თუ არა, მერე თავს ვანებებთ.

ამიტომ, ბევრი კანონი მკვდარდშობილი გამოდის მკვდრადშობილი იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაცა დაევალა, რაც კეთდება ან არ კეთდება. რაც მთავარია, პროცესის ის ნაწილი თუ როგორ მუშაობს კანონი – მასზე იყოს მუდმივი ზედამხედველობა, დროზე მოხდეს კორექტირება, რაღაცის დამატება, ცვლილება, თუკი საჭიროა, ეს ძალიან გვიგვიანდება ხოლმე, ვიდრე რაიმე სერიოზულ პრობლემას არ წავაწყდებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, დავით უსუფაშილი ფიქრობს, რომ აუცილებელია, მიღებულ კანონებზე სისტემური ზედამხედველობა და კონტროლი და მისი ამოქმედების შემდეგ შესაბამისი კომიტეტის მიერ იმის გაანალიზება, თუ როგორ მუშაობს და სრულდება მიღებული კანონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები