ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი ვაზიანში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის გაიხსნება

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ვაზიანში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის გაიხსნება – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის პირველი პანელის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გენშტაბის უფროსი დარწმუნებულია, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იქნება.

„საწვრთნელი ცენტრის მიმართულებით ნატოსთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ვერ ვხედავ რაიმე ხელისშემშლელ პირობას, რომ აღნიშნულის განხორციელება რაც შეიძლება ჩქარა არ დავიწყოთ. თავდაცვის სამინისტროში უკვე გამოყოფილია ოფისი, სადაც ის ჯგუფი განთავსდება, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. შერჩეულნი არიან პიროვნებები, რომლებიც სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას საბოლოო ფორმას მისცემენ“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალ ჟან-პოლ პალომეროსის განცხადებით კი, სამხედრო მოსამსახურეების განათლების მიმართულება ნატოსთვის უმთავრესია.

მისი თქმით, აღნიშნული ცენტრი მომავალზეა ორიენტირებული. “იმედი გვაქვს, რომ შესაბამის წვრთანასა და მომზადებას მრავალი ახალგაზრდა გაივლის. საქართველო ბუნებრივად არის რეგიონის ცენტრი და ჩვენი პარტნიორობა ამ მიმართულების გაფართოებას გულისხმობს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საწვრთნელი ცენტრი მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებდეს და თავის მოვალეობას ასრულებდეს“, – აღნიშნა გენერალმა პალომეროსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები