დავით უსუფაშვილის შენიშვნა დეპუტატებს – საკანონმდებლო პროცესში მხოლოდ რამდენიმე წევრია ჩართული

ვინც საკომიტეტო მუშაობას თვალს ადევნებს, დამეთანხმება, რომ ძალიან ხშირად, საკანონმდებლო პროცესში ბოლომდე ჩართული კომიტეტის მხოლოდ რამდენიმე წევრია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს პარლამენტში განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრი არის პოლიტიკოსი, რომელიც პასუხს ამომრჩევლის წინაშე აგებს.

„პარლამენტის წევრი არის პოლიტიკოსი, რომელიც პასუხს ამომრჩეველთან აგებს და ა.შ. ამ გაგებით ეს თავისუფალი პროფესიაა. პარლამენტის ნებისმიერ წევრს თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმიტომ არ არის, რომ ამომრჩეველთან შეხვედრაზეა. ამ დროს, გინდ რესტორანში იყო და გინდ, ქუჩაში დადიოდე – ყველგან ამომრჩეველია და მარტივად შეგიძლია თქვა, რომ ამომრჩეველთან ხარ შეხვედრაზე. საკანონმდებლო საქმიანობისაგან თავის გათავისუფლება რთული საქმე არ არის და ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს. ვინც საკომიტეტო მუშაობას თვალს ადევნებს, დამეთანხმება, რომ ძალიან ხშირად, საკანონმდებლო პროცესში ბოლომდე ჩართული კომიტეტის მხოლოდ რამდენიმე წევრია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, დეპუტატის ყოველთვის კომიტეტის სხდომაზე ყოფნა არაა სავალდებულო და ისინი ამ მხრივ, თავისუფლები არიან.

„იქ ფრაქციის შინგით და პარტიის შიგნით კონკრეტულ ადამიანს კონკრეტული სფერო აქვს მინდობილი და დანარჩენები აპარტის თანმაშრომლების მეშვეობით ძალიან კარგად არიან ინფორმირებულია იმაზე, თუ რა კანონს იღებენ. აუცილებელი არ არის, ყოველისთვის კომიტეტის სხდომაზე იყო, ან პარლამენტის სხდომას ესწრებოდე, მაგრამ რას ვიღებთ, რატომ ვიღებთ და ამ სფეროში რა პრობლემებია, ამაზე პარლამენტის წევრთა ჩახედულობა განსწავლულობა მაღალი უნდა იყოს. არასწორია მოსაზრება იმის შესახებ, რომ პარლამენტი მხოლოდ იურისტების ადგილია. რაც უფრო მრავალფეროვანია პარლამენტის წევრთა პროფესიული და სამსახურეობრივი გამოცილება, ეს მით უფრო ამდიდრებს პარლამენტს, მაგრამ იმ პირობით, რომ თუ აქ ხარ, ამ პროფესიის წესებს უნდა დავემორჩილოთ“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები