პრეზიდენტმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა მიაწოდა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ვეტოს განიხილავს ყველა იმ კანონპრპოექტთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანას რაიმე ფორმით ზიანს მიაყენებს. აბაშიშვილის შეფასებით, კანონპროექტი ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ დააზიანებს.
“ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში. არათუ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც არსებითად არაფერს შეცვლის, არამედ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ დააზიანებს”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.