„საზოგადოებისთვის დღეს მაჟორიტარის გარეშე დარჩენა ტრავმასავით იქნება, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ დეპუტატის სახით პატრონი და მფარველი ჰყავთ“

„საზოგადოებისთვის დღეს მაჟორიტარის გარეშე დარჩენა ტრავმასავით იქნება, რადგან მიაჩნიათ, რომ დეპუტატის სახით მათ პატრონი, მფარველი და დამცველი ჰყავთ“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

მაღრაძის თქმით, საქართველოსთანა ქვეყანაში პროპორციული სისტემა უკეთესია, პროპორციული სისტემა ქვეყნის პოლიტიკურ კულტურას ამაღლებს, თუმცა მისი თქმით ჯერ ამისათვის საზოგადოების მზაობა არ არის. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ცვლილება და ახალ სისტემაზე გადასვლა უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს.

„რაიმე სისტემის გაუქმება არ არის მარტივი, მით უმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან მიჩვეულია მაჟორიტარულ სისტემას. ჩემი აზრით, საქართველოსთანა ქვეყანაში პროპორციული სისტემა უკეთესია, პროპორციული სისტემა ქვეყნის პოლიტიკურ კულტურას ამაღლებს, ადამიანები სწავლობენ, აირჩიონ არა პიროვნებები, არამედ პარტია, რომელსაც თავისი პროგრამა, მიზნები და ამოცანები აქვს, მაგრამ დღეისთვის საქართველოს საზოგადოების მენტალობა არის ისეთი, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ, თუ მის რაიონს არ ჰყავს თავის მაჟორიტარი. დღეს მათთვის მაჟორიტარის გარეშე დარჩენა ტრავმასავით იქნება, რადგან მიაჩნიათ, რომ დეპუტატის სახით მათ პატრონი, მფარველი და დამცველი ჰყავთ. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა ძლიერია თვითმმართველობები და ადგილზე ადამიანების ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლიათ. ჩვენ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ იმისთვის, რომ თვითმმართველი ორგანოები გაძლიერდნენ, ამას დრო სჭირდება. 2016 წლიდან 2020 მდე სწორედ ისეთი ძვრები განხორციელდება ქვეყანაში, რომელიც ამას განავითარებს. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ რაიმე ახალზე გადასვლა უმტკივნეულოდ მოხდეს“, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები