პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება ასოცირების დღის წესრიგს.
როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევალმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები ასევე წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ უკვე ღიად გაჟღერებულ პოზიციებთან.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოდის ინიციატივით, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროპის ცენტრალური ბანკიდან.
“საქართველოს პარლამენტი იწყებს იმ ახალი ცვლილებების განხილვას, რომელიც ეხება ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების დღის წესრიგთან, აღნიშნული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ უკვე ღიად გაჟღერებულ პოზიციებთან.აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის წამყვანი ბიზნესასოციაციების ,კომერციული ბანკების, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგის სპეციალისტების ძირითადი ნაწილის გამოთქმულ მოსაზრებებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ აღნიშნულ პროცესში კვალიფიციური და პროფესიული დისკუსიის აუცილებლობას, შესაბამისად, მინდა მოვუწოდო პროექტის ავტორებს, ამ იდეის მხარდამჭერებს, უზრუნველყონ რეალური კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით, ამავდროულად, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების EBRD-ის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკვე გამოთქმულ ინიციატივას აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის თაობაზე, უფრო მეტიც, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროპის ცენტრალური ბანკიდან, ვინაიდან სწორედ ამას გვავალდებულებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები