პარლამენტის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარით მცირდება

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ბიუჯეტს 6 მილიონი ლარით ამცირებს,- ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ხაზინადართა საბჭომ მიიღო. აღნიშნულ საკითხს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შრომის ანაზღაურების ფონდიდან 1.5 მილიონი ლარის დაზოგვაა შესაძლებელი.
„პარლამენტის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი იყო გარკვეული ხარჯები “იბიარდის” ყოველწლიური ღონისძიებისათვის, რაც საბოლოოდ ფინანსთა სამინისტრომ გაიღო. ასევე ფინანსები გათვალისწინებული იყო პარლამენტის შენობის ფასადის რემონტისათვის, რაც არ განხორციელდება“,- განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ამის შესახებ მთავრობას ეცნობება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები