ჯეიმს აპატურაი ადასტურებს, რომ წელს საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ადასტურებს, რომ წელს საქართველოს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ უჩა ნანუაშვილთან შერხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მოკლე ვადაში ზუსტი თარიღი უნდა გახდეს ცნობილი.
როგორც ცნობილია, ნანუაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
“საწვრთნელი ცენტრის ადგილთან დაკავშირებით საქართველოსთან ინტენსიურ დიალოგს ვაწარმოებთ. ეს არის ერთობლივი ცენტრი, ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა მიზანს მოემსახურება და რისი გაკეთება იქნება საჭირო. ამის შემდეგ დავიწყებთ გეგმის განხორციელებას. ნატოს გენერალური მდივანი განიხილავს საქართველოში ვიზიტის საკითხს. ვფიქრობთ თარიღზე და უახლოეს მომავალში გვეცოდინება”, – განაცხადა აპატურაიმ. ნატოს სპეცწარმომადგენელმა თავდაცვის მინისტრის ვიზიტიც შეაფასა.
“თავდაცვის მინისტრი ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გამყარდა ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ. ის ძალიან სწრაფად გაერკვა დეტალებში და დასახა სტრატეგიული ხედვა, რომელიც პრესასაც გაუზიარა. ის ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს საქართველოს პოზიციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან ფანტასტიურად იმუშავა ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტისას. მოუთმენლად ველით მასთან შეხვედრას ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში„ – განაცხადა აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები