დავით უსუფაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ორთვინ ჰენიგთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობის გააქტიურებისა და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორთვინ ჰენინგს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ორთვინ ჰენინგი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის თანამდებობას 2010 წლის 14 მაისიდან იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები