“ჩინეთის მზარდი აქტიურობა ჩვენს რეგიონში საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჩენგ შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანს შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი მათ შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ასევე შეხვედრის მთავრი თემა „ახალი აბრეშუმისგზის” პროექტის ფარგლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები იყო.
დავით უსუფაშილმა განაცხადა, რომ ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა ყოველდღიურად უფრო პროდუქტიული ხდება და ბოლო თვეების განამვლობაში საქართველომ ჩინეთიდან ბევრი მაღალი დონის სტუმარს უმასპინძლა.
მისივე თქმით, იზრდება ინვესტიციების რაოდენობა, მატულობას ტურისტების რიცხვი და ეს ურთიერთობა მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში იზრდება ჩინური ენის სწავლის მსურველთა რიცხვი.
„ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი პარლამენტისთვის. ეს არის ნათელი დასტური ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო ხანებში გაღრმავებული ურთიერთობების და ჩვენ ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის ძალიან დიდი პერსპექტივების. ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიზარდა ჩინური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული პროდუქციის, კერძოდ, ღვინის ექსპორტი ჩინეთში. მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკებები რეგიონული და მსოფლიო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. საქართველო იკავებს უმნიშვნელოვანეს პოზიციებს ,,ახალი აბრეშუმის გზის“ სარტყელის მშენებლობაში და ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზულ პერსპექტივებს ქმნის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩინეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ და ამის თაობაზე ბატონი ჩენისგან მივიღეთ მტკიცე დაპირება, რომ ჩინეთი გააგრძელებს სწორედ ასეთ პოლიტიკას.
აქედან გამომდინარე, ჩინეთის მზარდი აქტიურობა ჩვენს რეგიონში საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაც იქნება. ჩვენ შევთანხმდით პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და ძალიან მალე საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეწვევა ჩინეთს ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჩენგ ჩანგჭიმ განაცხადა, რომ ჩინეთი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასდა დამოუკიდებლობას.
მისივე თქმით, ჩინეთი მზად არის, საქართველოსთან ერთად ააშენოს ,,აბრეშუმის გზის“ სარტყელი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს და ახალ საფეხურზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. ჩინეთის პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში მიიწვია.
,,შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი. მე პირველად ვიმყოფები საქართველოში ვიზიტით და ჩამოსვლის წუთიდანვე ვიგრძენი საქართველოს პარლამენტის და მთლიანად საქართველოს თბილი დახვედრა. ჩინეთიც და საქართველოც უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნებია. ,,აბრეშუმის გზამ“ მჭიდროდ დააკავშირა ჩვენი ხალხები ერთმანეთს. ჩვენ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ,,ახალი აბრეშუმის გზის“ მშენებლობის პროცესში. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რადგანაც იგი ევრაზიის გასაყარზე მდებარეობს. ეს არის საქართველოს განსაკუთრებული უპირატესობა. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ გახდეს სატრასპორტო დამაკავშირებელი კვანძი და სავაჭრო-ლოჯისტიკური ცენტრი, ახორციელებს 2020 წლისათვის ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგემას. ყოველივე ამას ძალიან ბევრი საერთო აქვს ,,აბრეშუმის გზის“ ეკონომიკური სარტყლის პროექტთან, რაც ძალიან კარგ პირობებს ქმნის მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის მიერ საკუთარი ქვეყნის მდგომარეობიდან არჩეულ განვითარების გზას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას. მჯერა, რომ მომავალში, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ჩინეთი მომავალშიც მხარს დაუჭერს ძლიერ ჩინურ კომპანიებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა მათ საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის და ღვინით ვაჭრობის განვითარებაში და მხარი დაუჭირონ საქართველოს აღმშენებლობას. ჩვენი ქვეყნების პარლამენტებიც მომავალში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ, რათა უკეთესი საფუძველი შექმნან ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად“,-განაცხადა ჩენგ ჩანგჭიმ. პარლამენტის თავმჯდომარისა და ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრას ქართული მხრიდან პარლამენტის წევრები: ზვიად ძიძიგური, გუბაზ სანიკიძე, თედო ჯაფარიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ონოფრიშვილი და ლევან ბეჟაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები