არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების იძულებისთვის მასშტაბურ ღონისძიებებს იწყებს

12 სუბიექტისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად ხელისუფლების იძულებისთვის მიმდინარე კვირას 2 მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს.
როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ხელმძღვანელმა მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, კარვები და შიმშილობა არ იქნება, თუმცა, იქნება ისეთი რამ, რაც ხელისუფლებას აიძულებს, მაჟორიტარულ არჩევნებზე უარი თქვას.
„დაგეგმილი გვაქვს 2 ღონისძიება. შიმშილობები, კარვები და რაღაცები არ იქნება. ეს ის ღონისძიებებია, რომელიც ძალიან დისკომფორტული იქნება ხელისუფლებისთვის. ეს იქნება საწყისი ღონისძიებები. ერთი ღონისძიება გამიჯნული იქნება იმ არარსებული კონსენსუსისგან ანუ, შიდამოხარშვის შედეგად შემოთავაზებულ ვერსიასთან დაკავშირებით, რაც უმრავლესობამ გააკეთა და მეორე – საზოგადოებრივ აქტივობასთან, სადაც არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ოპოზიცია, საექსპერტო წრეები და სხვა ორგანიზაციები ჩაერთვებიან. ეს ყველაფერი მიმდინარე კვირას მოხდება. გაიზაროს ყველამ, რა პასუხისმგებლობის წინაშე დგება და რამდენად ახლოსაა პროცესი პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებასთან“, – აღნიშნა მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები