„ ჯერ არ ვიცი, რა პროცენტით, თუმცა პარტია „ქართულ ოცნებაში“ საარჩევნოდ გადახალისება იქნება“
პარტია „ქართულ ოცნებაში“ უახლოეს ხანებში პარტიული ორგანიზაციების გაძლიერების და ახალი მდივნების არჩევის პროცესი დაიწყება. როგორც პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტიის წევრმა და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, პარტიაში განახლება და ახალი მდივნების არჩევის პროცესი უახლოეს ხანებში დაიწყება.
„ არჩევნების შემდეგ პარტიული ორგანიზაციები მნიშვნელოვანწილად შესუსტდა, ვინაიდან აქტივმა არჩევით თუ აღმასრულებელ ორგანოებში გადაინაცვლა, აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში პარტიული კონფერენციების და ახალი მდივნების არჩევის პროცესს დავიწყებთ. ახალი მდივნები პარტიულ ორგანიზაციას ახალი არჩევნებისთვის მოამზადებენ. ახლა საკითხს რეგიონების მიხედვით ბატონი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იხილავენ. ჯერ არ ვიცი, რა პროცენტით იქნება, თუმცა პარტია „ქართულ ოცნებაში“ გადახალისება იქნება“,- აღნიშნა ვოლსკიმ.