მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორის მოადგილეს ბოდიშის მოხდა მოუწია
„ქართულ ოცნებაში“ მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის ბრალდებები განიხილეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საკითხის დეტალურად განხილვის შემდეგ გუბერნატორის მოადგილეს, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა და მედიისთვის განმარტებების მიცემა მოუწია.
„ეს ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ კომუნიკაციის პრობლემა „ქართულ ოცნებაში“ ნამდვილად არის. ჩვენ პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ „ქართული ოცნების“ შეკრებაზე კომუნიკაციის ხარისხის გაზრდა მოვითხოვეთ, თუმცა ამასთან ერთად არ უნდა მოიხსნას თანამდებობრივი პასუხისმგებლობაც. თუ დეპუტატს აქვს რაიმე სერიოზული გადაცდომა, მას უნდა ეყოს გამბედაობა და უნდა დატოვოს თუნდაც არჩევითი თანამდებობა, მაგრამ არსებობს გუბერნატორისა და ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაც. ინტენსიური განხილვის შემდეგ ჩავთვალეთ, რომ ის, ვინც არასწორ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას გასცემს, მან ბოდიში უნდა მოიხადოს. გუბერნატორის მოადგილეს, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოუხდა“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.