გიგა ბოკერია “ნაციონალების” შეცდომას აღიარებს

ჩვენი შეცდომა იყო, რომ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, მაგრამ დემოკრატიული ხელისუფლება ამ სისტემას შეცვლის, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია საარჩევნო სისტემის შეცვლის 2020 წლისთვის გადადგების საკითხს.
როგორც ბოკერიამ “კურიერის” ეთერში განაცხადა, საარჩევნო სისტემის შეცვლა, რეგიონულ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნის ინტერესებში შედის.
“ჩვენი შეცდომა იყო, რომ ეს სისტემა არ შეიცვალა, თუმცა, მაშინ ბევრი სხვა რამ შეიცვალა: ბარიერი იქნა დაწეული, საბიუჯეტო დაფინანსება შემოვიდა , უფასო საეთერო დრო ოპოზიციისთვის, მაგრამ ეს არასაკმარისი იყო და ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, რომ ქვეყანა გადავიდეს რეგიონულ, პროპორციულ სისტემაზე, რომელიც ერთი მხრივ, გამორიცხავს ხმების დიდი რაოდენობით დაკარგვის საფრთხეს და მეორე მხრივ, აძლევს რეგიონებს საშუალებას, მათი სამხარეო წარმომადგენლობა იყოს, ეს არის სწორი გზა, მომავალი დემოკრატიული ხელისუფლება ამას შეცვლის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები