დღეს ირაკლი ღარიბაშვილი აჭარას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს აჭარას, კერძოდ ბათუმს ეწვევა, სადაც ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “ლეო გრანდს” გახსნის. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზემოაღნიშნულ სასტუმრო კომპლექსში 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
სასტუმრო 198-ნომრიანია და შედგება საპრეზიდენტო აპარტამენტების, საკონფერენციო დარბაზების, რესტორნის, კლუბისა და სპა ცენტრისგან. სასტუმროში 700 ადამიანი დასქმდება. აჭარაში ვიზიტისას, პრემიერი “ორბი ჯგუფის” ახალი პროექტის Orbi Beach Tower-ის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს, რომელიც შედგება 39 სართულისგან.
785 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. ამჟამად 400 ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი 200 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროს მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები